Aa
Aa

Aus Open: ნაომი ოსაკამ პეტრა კვიტოვა დაამარცხა და ზედიზედ მეორე დიდი სლემი მოიგო!

მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა იაპონელმა ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ჩეხი პეტრა კვიტოვა სამ სეტში 7:6 (7:2), 5:7, 6:4 დაამარცხა და ზედიზედ მეორე დიდი სლემის გამარჯვებული გახდა.

ამიერიდან WTA-ს განახლებულ რეიტინგში ნაომი პირველი ჩოგანი იქნება. გამარჯვების შემდეგ ოსაკამ საპრიზო ფონდისთვის განკუთვნილი 4.1 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო კვიტოვამ 2.1.

მას შემდეგ რაც ოსაკამ US Open-ის ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა, რასაც ავსტრალიაში გამარჯვებაც მიაყოლა, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც თავისი სადებიუტო ტურნირის (სლემის) მოგების შემდეგ მომდევნო დიდი სლემიც მოიგო.

ოსაკასა და კვიტოვას ფინალურმა შეხვედრამ 2 საათსა და 30 წუთს გასტანა, რომელიც იაპონელის დამსახურებული და ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა.

ასევე გეტყვით, რომ ნაომი ოსაკა კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი. ის არის პირველი იაპონელი, ვისაც მელბურნში მთავარი პრიზი აქვს მოპოვებული.

კვირას 27 იანვრას ფინალური დაპირისპირება ვაჟთა შორისაც გაიმართება, სადაც ერთმანეთს რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები