Aa
Aa

მატჩის წინ - ლიონი VS ბარსელონა

დღის კიდევ ერთი მატჩი ლიონში ჩატარდება, „ლიონის“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება და გუნდები ერთმანეთში მეშვიდე ურთიერთშეხვედრას გამართავენ. აქამდე გამართული 6-დან 4 მატჩი „ბარსამ“ მოიგო, 2 კი ფრედ დასრულდა.

ლიონელებმა უქმეებზე „გინგამის“ წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქეს 2:1 აჯობეს, რამაც საამმატჩოდ დადებითი განწყობა შეუქმნა. ბრუნო ჟენეზიოს ბიჭები თავიანთ კაპიტანს, ნაბილ ფეკირს მოისაკლისებენ, რომელიც დისკვალიფიცირებულია, საეჭვოა ნახევარდაცვის კიდევ ერთი გამორჩეული წევრის, ტანგუი ნდომბელეს მოედანზე გასვლაც.

ბრუნო ჟენეზიო: ლიონელ მესის პერსონალურ მეურვეობაზე განსხვავებული აზრი გამაჩნია. ვფიქრობ რომ ეს ხერხი დაძველდა, რადგან მესის მსგავსი ფეხბურთელი ადრე თუ გვიან გამოსავალს მაინც იპოვნის. მესის გარშემო ბევრი ფეხბურთელის დაყენება რა თქმა უნდა თამაშზე მის გავლენას შეამცირებს, თუმცა როდესაც ის კარგ ფორმაშია ამას აზრი ეკარგება, რადგან ასეთ დროს მესი იმას ხედავს რასაც სხვები ვერ ამჩნევენ და იმას აკეთებს რაც სხვას არ შეუძლია. ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა ჩვენ მისი გავლენის შემცირებას შევეცდებით. ნაბილ ფეკირის არყოფნა ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც მისი ჩანაცვლება შეუძლიათ. ასე რომ წარმატების მიღწევას მის გარეშე შევეცდებით.“

უქმეებზე თავისი მატჩი მოიგო „ბარსამ“, რომელმაც „ნოუ კამზე“ „ვალიადოლიდს“ 1:0 აჯობა და ლა ლიგის ლიდერობა განიმტკიცა. ერნესტო ვალვერდეს გუნდი საფრანგეთში ფავორიტის რანგში ჩადის, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ „ლიონმა“ ჯგუფურ ეტაპზე „სიტისთან“ 2 მატჩში 4 ქულა აიღო. ერნესტო ვალვერდეს განცხადებით, მისი გუნდი ლიონში უაღრესად მოტივირებული და მობილიზებული ითამაშებს.

ერნესტო ვალვერდე: „ამ შეხვედრას როგორც ჩვენ ისე ლიონი დიდი ხანია ელის. ასე რომ ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ. ვიცით რომ ლიონი დიდებული გუნდია და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოდიან ხოლმე. როდესაც საკუთარ მოედანზე თამაშობენ ძირითადად არ აგებენ. ასე რომ ეს ის გუნდია რომლისაც უნდა გვეშინოდეს. მათ კარგი შეტევის ხაზი აქვთ, ბურთის შენარჩუნებას ცდილობენ და ფეხბურთელები ზონებს კარგად ავსებენ. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ რთული შეხვედრა გველის“.

„ლივერპული“-„ბაიერნის“ მატჩის მსგავსად, „ლიონისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაც ღამის 12 საათზე დაიწყება, მთავარი არბიტრი კი თურქი ჩუნეთ ჩაქირი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები