Aa
Aa

"ლიონის" მცველი: "მბაპეს განეიტრალება უფრო გამიჭირდა, ვიდრე მესის"

წლევანდელ სეზონში "ლიონის" ცენტრალურ მცველს, მარსელოს, კილიან მბაპესთან და ლიონელ მესისთან მოუწია გამკლავება.

31 წლის ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობას თავი არც თუ ისე ცუდად გაართვა. მიღებული გამოცდილების შესახებ კი ჟურნალისტებთან ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელის წინააღმდეგ ვიასპარეზე. განსაკუთრებით რთული მბაპეს მეურვეობა აღმოჩნდა. მართალია ლეო მესის ჩვენთან კარგად არ უთამაშია, მაგრამ მბაპეს განეიტრალება მისი სისწრაფიდან და პოზიციის შერჩევის საოცარი ნიჭიდან გამომდინარე უფრო გამიჭირდა, ვიდრე მესის".

"ვფიქრობ კილიანი სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. მას თამაშის კონკრეტულ ასპექტებში პროგრესის მიღწევა მართებს, რათა კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის დონეს გაუთანაბრდეს, მაგრამ ვფიქრობ სწორ გზას ადგას და ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება".

ასევე იხილეთ - ჩაკვეტაძის გადაბირებით ''სამპდორია'' დაინტერესდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები