ერთი დღე ისტორიიდან: ქეცბაიას ბრწყინვალე ჯარიმა ვულვერჰემპტონში
Aa
Aa

ერთი დღე ისტორიიდან: ქეცბაიას ბრწყინვალე ჯარიმა ვულვერჰემპტონში

2000 წელს პრემიერლიგის ''ნიუკასლიდან'' რანგით მეორე ლიგის ''ვულვზში'' გადაბარგებულმა თემურ ქეცბაიამ ახალი გუნდის ქომაგები სადებიუტო მატჩში ბრწყინვალე გოლით გაახარა.

ინგლისის რანგით მეორე ლიგის 2000-01 წლების სეზონის პირველ ტურში ''ვულვზისა'' და ''შეფილდ უენსდის'' დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. მე-18 წუთზე თემურ ქეცბაიამ ბრწყინვალე დარტყმით შთამბეჭდავი გოლი გაიტანა.

 

2000-01 წლებში ქეცბაიამ ''ვულვზის'' მაისურით ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. ასევე, ამ კლუბის რიგებში ინგლისის ლიგის თასის ხუთ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. შემდგომში ქეცბაიამ აღიარა, რომ ''ვულვზში'' გადასვლა არასწორი ნაბიჯი იყო და სადებიუტო მატჩში გოლის გატანის მიუხედავად მთავარი მწვრთნელის, კოლინ ლის მხრიდან ნდობას ვერ გრძნობდა. ამავე სეზონში კოლინ ლი დევიდ ჯონსმა შეცვალა, მაგრამ ქართველი ფორვარდი მეტწილად კვლავ სასტარტო თერთმეტეულის მიღმა რჩებოდა.

ქეცბაიამ ''ვულვზი'' 1 წლის შემდეგ დატოვა და 2001 წელს შოტლანდიურ ''დანდიში'' გადაბარგდა, სადაც მისი თანაგუნდელები გიორგი ნემსაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ.

თემურ ქეცბაიამ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2009-14 წლებში ხელმძღვანელობდა და ახლა ''ანორთოსისის'' მთავარი მწვრთნელია, კარიერის საუკეთესო პერიოდი 1997-2000 წლებში ''ნიუკასლში გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები