Aa
Aa

"რეალი" "ნაპოლის" ფეხბურთელით დაინტერესდა

მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის, ფაბიან რუისის გადაბირებითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი წამყვანი ესპანური ტაბლოიდი, AS ავრცელებს.

„სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები ფაბიანის თამაშით ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე მოიხიბლნენ და მიაჩნიათ, რომ მას დიდი მომავალი აქვს.

AS-ის ცნობით „ლოს ბლანკოსის“ მესვეურები „პარტენოპეის“ ხელმძღვანელებს დაუკავშირდნენ და ფაბიანის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძიეს. თუმცა ესპანური გამოცემა დასძენს, რომ „ნაპოლის“ ახალგაზრდა ნახევარმცველის გაყიდვა არ სურს და „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებს მათი დაყოლიება ძალიან გაუჭირდებათ.

იტალიურმა კლუბმა 23 წლის ნახევარმცველი გასულ ზაფხულში შეიძინა და მის სანაცვლოდ „ბეტისს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადა. 2018-19 წლების სეზონში მან „ნაპოლის“ მაისური 40 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ფაბიანს ესპანეთის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. მაისში რუისმა „ფურია როხას“ რიგებში შვედეთისა და ფარერის კუნძულების წინააღმდეგ იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები