Aa
Aa

"ბარსამ" სილესენი და გომეში გაუშვა

„ბარსელონა“ ფეხბურთელების შეძენასთან ერთად მათ გასხვისებაზეც აქტიურად მუშაობს. კატალონიელებმა გასულ ღამით 2 მოთამაშე გაყიდეს.

„კამპ ნოუ“ ანდრე გომეშმა და იესპერ სილესენმა დატოვეს.

„ევერტონმა“ გომეშის სანაცვლოდ „ბარსას“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა და პორტუგალიელი ოფიციალურად გაიფორმა.

გომეშმა გასული სეზონი „კანფეტებში“ იჯარის წესით გაატარა. რამდენიმე საათის წინ კი კლუბებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს.

რაც შეეხება მეორე ტრანსფერს. „ბარსა“ იესპერ სილესენმა დატოვა, რომელიც კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს.

ჰოლანდიელი გოლკიპერი უკვე „ვალენსიაში“ იმყოფება და ფიზიკური შემოწმებაც გაიარა. „ღამურები“ მას ოფიციალურად რამდენიმე საათში წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამზე სილესენის ადგილს ახალი სეზონიდან „ვალენსიას“ მეკარე ნეტო დაიკავებს, რომელიც ხსენებულ ბარტერს ბევრისდა მოულოდნელად დათანხმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები