Aa
Aa

"ნაპოლი" როდრიგოს არ ეშვება

„ნაპოლი“ ცენტრფორვარდის ძიებას აგრძელებს და „ვალენსიადან“ როდრიგოს გადასაბირებლად მუშაობს. ესპანური პრესის თქმით, ნეაპოლელები მზად არიან, ფეხბურთელის ტრანსფერში არკადიუშ მილიკიც ჩართოს.

კერძოდ, „პარტენოპეი“ გეგმავს, რომ წარუმატებელი პირველი მცდელობის შემდეგ „ვალენსია“ ახალი შეთავაზებით დააინტერესოს და თანხასთან ერთად, პოლონელი თავდამსხმელიც დაუთმოს.

Gazzetta dello Sport-ი კი გვამცნობს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს შეთავაზების კიდევ ერთი ფორმა აქვს მზად, რაც 50 მილიონი ევროს პირდაპირ გადახდასა და 10 მილიონის ოდენობის ბონუსებს მოიცავს.

მეორე მხრივ, საგულისხმოა, რომ თავად 28 წლის როდრიგოს ნეაპოლში თამაშის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და იტალიელთა მთავარი ბარიერი სწორედ ეს უნდა იყოს.

როდრიგო მორენო მადრიდის „რეალის“ სკოლის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და საფეხბურთო სამყაროს თავი „ბენფიკაში“ ასპარეზობით გააცნო. იგი „ვალენსიას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამავე წლიდან ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრიც გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები