Aa
Aa

"ატლეტიკო" ხამესის გაფორმებასთან ახლოსაა

Marca-ს ცნობით მადრიდის "ატლეტიკო" ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლაში ჩაება და "ნაპოლის" შანსები საგრძნობლად შეუმცირა.

წყაროს ცნობით ხამესს კარიერის ესპანეთში გაგრძელება უნდა და იტალიაზე მეტად სწორედ ლა ლიგის ვარიანტი ხიბლავს.

კოლუმბიაელი ათიანის შეძენა პირადად კარლო ანჩელოტის სურს. იტალიელი სპეციალისტი "რეალში" მუშაობის დროს ხამესს ხშირად ენდობოდა ხოლმე, თუმცა ამ მომენტისთვის ხამესი "ატლეტიკოსთან" გაცილებით ახლოს არის, ვიდრე ნეაპოლელებთან.

ზინედინ ზიდანი ხამესს არ ენდობა და სამომავლოდ მასზე გეგმებს არ ამყარებს. ზიზუმ ამის შესახებ გარკვევით თქვა, რის შემდეგაც მადრიდელებმა კოლუმბიელი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენეს.

უახლოეს დღეებში ამ ტრანსფერის ირგვლივ უფრო კონკრეტული ინფორმაცია გავრცელდება და შესაძლოა შეთანხმებაც შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები