Aa
Aa

"რეალი" დე ლაურენტისის განცხადებით უკმაყოფილოა

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით უკმაყოფილოა. დე ლაურენტისმა პრესასთან კომენტარი იმის შესახებ გააკეთა, რომ „ნაპოლი“ ხამესის ტრანსფერისთვის ყველანაირ დათმობაზე მიდის, თუმცა „რეალი“ არც ნეაპოლელთა და არც ფეხბურთელის პირად სურვილს არ ითვალისწინებს.

როდრიგესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მას შემდეგ გაჭიანურდა, რაც კოლუმბიელის დამატებაზე პრეტენზია „ატლეტიკომ“ და პსჟ-მაც გამოაცხადა. „რეალს“ ხამესის მაქსიმალურად მაღალ ფასად გაყიდვა სურს. ამასთანავე, ფეხბურთელის იჯარა-გამოსყიდვის სისტემით გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს, პსჟ კი მოთხოვნილი 42 მილიონი ევროს გადასახდელად მადყოფნას გამოთქვამს.

ხამესს „ნაპოლისთან“ კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს, იტალიელები მას წლიურ ხელფასად 6.5 მილიონ ევროს ჰპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები