Aa
Aa

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ერმოსო გაიფორმა!

მარიო ერმოსო კატალონიური „ესპანიოლის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. კლუბმა მის სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკოსგან“ 25 მილიონი ევრო მიიღო.

მხარეებმა ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურეს, რის შემდეგაც დაახლოებით 1 საათში ერმოსომ „როხიბლანკოს“ მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა.

ერმოსომ „ათლეტებს“ საკუთარი კარიერა 2024 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. იგი „ვალიადოლიდის“ სკოლის აღზრდილია, ბოლო 2 სეზონი კი „ესპანიოლში“ სტაბილურად ჩაატარა და ესპანეთის ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ატლეტიკომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა და „ტოტენჰემიდან“ კირან ტრიპიერი გადაიბირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები