Aa
Aa

"იუვე" იგუაინს მაინც გაყიდის?

როგორც ჩანს, „ტოტენჰემთან“ გატანილმა გოლმა არაფერი შეცვალა და ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინს მაინც გაყიდის.

Gazzetta dello Sport-ის თქმით, „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობა ზუსტად იგივე პოზიციაზეა, რაზეც გუშინდელ მატჩამდე, შესაბამისად, არგენტინელის „რომაში“ გადასვლა კვლავ აქტიურად განიხილება.

თავის მხრივ, „ჯალოროსი“ ედინ ჯეკოს „ინტერში“ ტრანსფერის დასრულებას ელოდება, რომელიც, თუკი იმავე Gazzetta dello Sport-ს დავუჯერებთ, კვირის ბოლომდე გამოცხადდება. გარიგების ღირებულებად 15 მილიონი ევრო სახელდება.

როგორც ცნობილია, თავად იგუაინს „იუვეს“ დატოვება არ სურს, თუმცა „რომა“ მას კაპიტნის სამკლაურს სთავაზობს და „ბებერ ქალბატონთან“ ტრანსფერის დეტალებიც შეთანხმებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები