Aa
Aa

"ნაპოლი" ზაჰას ტრანსფერით ინტერესდება

„ნაპოლი“ „კრისტალ პალასის“ შემტევის, ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერით დაინტერესდა. „პარტენოპეი“ საქმეს სერიოზულად უდგება და მზადაა „არწივებს“ კოტ-დივუარელის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ზაჰამ „კრისტალ პალასის“ მესვეურებს შეატყობინა, რომ ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას აპირებს. 26 წლის გარემარბს დიდი ამბიციები აქვს და ხაზი არაერთხელ გაუსვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს. ეს ყველაფერი კი „ნაპოლის“ შანსებს ერთიორად ზრდის.

Daily Mail-ის ცნობით ნეაპოლელები „არწივებს“ პირველი წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ.

„კრისტალ პალასმა“ ზაფხულის სატრანსფეროს ფანჯრის მიმდინარეობისას კოტ-დივუარელის გაყიდვაზე რამდენჯერმე თქვა უარი და ბრიტანელთა დაყოლიება ადვილი ამოცანა ნამდვილად არაა.

„არწივები“ ზაჰას სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ და ნაკლებად სავარაუდოა კოტ-დივუარელი 60 მილიონად გაასხვისონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები