Aa
Aa

''საბურთალოს'' ''ქამბექი'' ერევანში! - ყენიას ბრწყინვალე დებიუტი!

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''არარატ-არმენია'' შინ საქართველოს ჩემპიონ ''საბურთალოსთან'' 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ერევნულმა კლუბმა ანტონ კობიალკოს გოლით მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ''საბურთალომ'' ბურთის ფლობის დიდი უპირატესობა მოიპოვა და ორი გოლის გატანა მოახერხა. 72-ე წუთზე მასპინძელთა დაცვის ხაზი ''ჩავარდა,'' ლუკა ლაკვეხელიანის გადაცემის შემდეგ სანდრო ალთუნაშვილმა ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

76-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ლევან ყენიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოედნის დიდი ნაწილი გაიარა და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ყენიამ ''საბურთალოს'' შემადგენლობაში სადებიუტი მატჩი ჩაატარა, 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და საქართველოს ჩემპიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

ცხადია გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის თამაში იდეალური არ იყო, ქართული გუნდის ფეხბურთელებში ტექნიკური ხარვეზი ხშირად ფიქსირდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ''საბურთალომ'' მეტოქეს აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. შედეგი ასახავს თამაშის სურათს.

საპასუხო თამაში შემდეგ კვირაში ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება. გამარჯვებული ფლეი-ოფში ''კალიუსა'' და ''დუდელანჟს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები