Aa
Aa

პაკეტა: "ჩვენი მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს"

„მილანის“ ბრაზილიელი ფეხბურთელი, ლუკას პაკეტა აცხადებს, რომ მომდევნო სეზონში მის გუნდს დიდი მიზნები უნდა ჰქონდეს და „სკუდეტოს“ დასასაკუთრებლად იბრძოლოს.

პაკეტა „შავ-წითლებს“ „სელესაოსთან“ ერთად მოგებული კოპა ამერიკის შემდეგ დაუბრუნდა და სურს ტიტულები საკლუბო დონეზეც დაისაკუთროს.

„მილანს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და ჩვენ ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვიმსახურებთ და ამ ტურნირზე კარგი ფეხბურთის დახმარებით უნდა დავბრუნდეთ“.

„ჩვენ დიდი ამბიციები უნდა გვქონდეს და მეოთხე ან მეხუთე ადგილით არ დავკმაყოფილდეთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონობის მოპოვება უნდა იყოს“.

„გატუზომ ბევრი რამ მასწავლა და გუნდთან ადაპტაციაში დამეხმარა. პირადად ჩემთვის მარკო ჯამპაოლო პროფესორია, რომელსაც ახალი იდეები აქვს და ზუსტად იცის ისინი როგორ განავითაროს“.

„მან როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში გუნდის სტილი შეცვალა. იგი უყურადღებოდ არაფერს ტოვებს და ეს ძალიან გვეხმარება“.

„მილანი შესანიშნავი კლუბია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცნობენ. ყველა, ვინც როსონერის მაისურით თამაშობს ჩემპიონია“.

„მინდა მილანის გულშემატკივრებს მივესალმო და დავპირდე, რომ წინ კარგი სეზონი ელით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები