Aa
Aa

"ნაპოლი" კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს! იტალიელებს ხამესი სურთ

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და ხამეს როდრიგესის სამომავლო გეგმები აქტიური განხილვის საგანია. კოლუმბიელ ნახევარმცველს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, თუმცა "ნაპოლი" სხვა აზრზეა.

"პარტენოპეის" 28 წლის ფლეიმეიქერის გადაბირებას დიდი ხანია სურს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "რეალს" შესაძლოა კიდევ ერთი წინადადებით მიმართოს.

Marca-ს ცნობით ხვალ ხამესის აგენტი, ჟორჟე მენდეში ფლორენტინო პერესს შეხვდება და შექმნილ სიტუაციას განიხილავს. როგორც ირკვევა სეზონის გარკვეული ნაწილის სათადარიგო სკამზე გატარება არც კოლუმბიელი ფეხბურთელის და არც მენდეშის ინტერესებში არ შედის. ეს ყველაფერი კი "ნაპოლის" იმედს აძლევს. იტალიელებს სჯერათ, რომ მენდეშის ჩარევის შემდეგ ვითარება შეიცვლება და მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.

"პარტენოპეის" თავკაცი, კარლო ანჩელოტი ხამესის დიდი გულშემატკივარია და ამ ზაფხულს კოლუმბიელი მისი ნომერ პირველი სამიზნე გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები