პარიზის მერი ნეიმარს:''გვიყვარხარ და წარმატებას ერთად მივაღწევთ''
Aa
Aa

პარიზის მერი ნეიმარს:''გვიყვარხარ და წარმატებას ერთად მივაღწევთ''

Lequipe-ს ცნობით ტომას ტუხელი მზადაა სანაკრებო პაუზის შემდეგ პსჟ-ში დაბრუნებული ნეიმარი მომავალი მატჩის განაცხადში შეიყვანოს.

გასულ ზაფხულში 198 მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელს უმდიდრესი ფრანგული კლუბის დატოვება და კარიერის კატალონიის ''ბარსელონაში'' გაგრძელება სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ამ ფაქტის გამო პსჟ-ს ქომაგები ნეიმარის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ნეიმარს პსჟ-ში თამაშის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.

Tele Loisirs-თან ინტერვიუში პარიზის მერი ანი იდალგო თვლის, რომ ნეიმარმა თავისი ქმედების კომპენსირება მოედანზე კარგი თამაშით უნდა მოახდინოს.

ანი იდალგო:''ნეიმარი აპირებს ჩვენ დაგვეხმაროს გამარჯვებების მოპოვებაში, ჩვენ უნდა მოვრთოთ ეიფელის კოშკი ლურჯი და წითელი ფერებით. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და ერთად უნდა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის მოგება.''

პსჟ უახლოეს მატჩს 14 სექტემბერს ''პარკ დე პრენსზე'' ''სტრასბურგთან'' გამართავს. 18 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლებს. ზინედინ ზიდანის გუნდთან შეხვედრაში ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები