რუნი:
Aa
Aa

რუნი: "ინგლისის ოქროს თაობას გუარდიოლას დონის თავკაცი რომ ჰყოლოდა ყველაფერს მოიგებდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, უეინ რუნის სჯერა, რომ ინგლისის ნაკრების ოქროს თაობას პეპ გუარდიოლას დონის მთავარი მწვრთნელი რომ ჰყოლოდა, ყველა ტურნირს მოიგებდა.

რუნის "სამი ლომის" რიგებში 120 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი წინამძღოლობით ინგლისის ნაკრები ყოველთვის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ბრიტანელები ხშირად პროგრამა მინიმუმსაც ვერ ასრულებდნენ.

რუნის აზრით "სამი ლომის" წარუმატებლობას მწვრთნელის ფაქტორი განაპირობებდა და არა ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა.

"ინგლისის ნაკრების გამარჯვებებს გახარებული ვუცქერ".

"10 წლის წინანდელი ინგლისის ნაკრები გავიხსენოთ. მაშინ მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა გვყავდა. ფერდინანდი, ტერი, კოული, ჯერარდი, სქოულზი, ლამპარდი, ბექჰემი, ოუენი, მე... ორი აზრი არაა, რომ გუარდიოლას დონის მთავარი მწვრთნელი რომ გვყოლოდა, ყველაფერს მოვიგებდით".

შეგახსენებთ, რომ რუნიმ სანაკრებო კარიერა 2018 წელს დაასრულა. იგი 53 გოლით "სამი ლომის" საუკეთესო ბომბარდირია, თუმცა თავად თვლის, რომ ჰარი კეინი მის რეკორდს უახლოეს მომავალში დაამხობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები