''მერანის'' ფეხბურთელის ულამაზესი გოლი მესამე ლიგაში
Aa
Aa

''მერანის'' ფეხბურთელის ულამაზესი გოლი მესამე ლიგაში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, რანგით მესამე ლიგის 26-ე ტურში მარტვილის ''მერანმა'' საკუთარ მოედანზე ''ბახმარო'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები გიორგი ბუხაიძის, ირაკლი საღარეიშვილისა და ჯეფერსონ ჯეფინიოს ანგარიშზეა. 

მე-7 წუთზე ანგარიში გიორგი ბუხაიძემ გახსნა, საჯარიმოსთან ახლოს დანიშნული ჯარიმა გოლად აქცია.

50-ე წუთზე ''მერანის'' ნახევარმცველმა ირაკლი საღარეიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ''მერანის'' ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯეფინიომ დააფიქსირა.

ლიგა 3-ის 26-ე ტურში ხობის ''კოლხეთმა'' ''არაგვი'' 1:0 დაამარცხა, ''საბურთალო 2''-მა ''მეშახტეს'' 2:0 სძლია. წყალტუბოს ''სამგურალისა'' და ''ბეთლემის'' შეხვედრა წყალტუბოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, ხოლო ''გორმა'' ''ბორჯომს'' სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

26 ტურის შემდეგ გია გიგატაძის გაწვრთნილი ''მერანი'' პირველ ადგილზეა და მეორე საფეხურზე მყოფ ''სამგურალს'' 13 ქულით უსწრებს.

ფოტო/ვიდეო: ''მერანის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები