Aa
Aa

როგორ სცადა მესიმ დემბელეს გადარჩენა?

ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ, უსმან დემბელემ წითელი ბარათი მიიღო. ფრანგ ფეხბურთელის მოედნის ნაადრევად დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც მთავარ არბიტრს, მატეუ ლაოსს ასეთი ფრაზით მიმართა: „შენ ცუდი, ძალიან ცუდი ხარ“.

დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბლაუგრანას“ თანაგუნდელებმა ახალგაზრდა შემტევის გადარჩენა სცადეს. ლიონელ მესიმ ლაოსს უთხრა, რომ დემბელე ესპანურად კარგად ვერ საუბრობს და სხვა რაღაცის თქმა სურდა, თუმცა „ლა პულგას“ სიტყვები მსაჯმა ყურად არ იღო, რის შემდეგაც ლაოსს „ცუდი“ მესიმაც უწოდა.

არგენტინელის გარდა დემბელეს ხერარდ პიკეც გამოექომაგა, მაგრამ რეფერიმ მიღებული გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.

როგორც მოგეხსენებათ შესაძლოა დემბელემ „ელ კლასიკო“ გამოტოვოს. საქმე იმაშია, რომ ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტი მსაჯების შეურაცხყოფას არავის პატიობს. თუ მათ ჩათვალეს, რომ დემბელეს სიტყვები შეურაცხყმყოფელი გახლდათ, „ბარსას“ ფრანგ ფეხბურთელს მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები