NBA -
Aa
Aa

NBA - "სან ანტონიომ" კავაი ვერ გააჩერა - "ნიუ ორლეანმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა

კლიპერსი - სან ანტონიო 103 – 97

კავაი ლეონარდმა „კლიპერსის“ მაისურით თავისი ყოფილი გუნდის, „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ პირველი მატჩი გამართა. ლოს-ანჯელესელთა ლიდერმა შესანიშნავად იასპარეზა და გრეგ პოპოვიჩის კოლექტივთან დაპირისპირებაში 38 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა.

კავაის შესანიშნავი გამოსვლის წყალობით „კლიპერსმა“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და 103-97 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდის გარდა 10 ქულიანი ნიშნული „კლიპერსის“ ორმა კალათბურთელმა გადალახა. საუბარი მონტრეზლ ჰარელზე და ლუ უილიამსზე გვაქვს. ჰარელმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა, ხოლო „სვით ლუ“ 12 ქულას დასჯერდა.

„სპურსს“ 29 ქულით დემარ დეროუზენმა ულიდერა. დერიკ უაითმა კი 20 ქულა გაიფორმა. ხსენებული კალათბურთელების გარდა 10 ქულიანი ნიშნული „სან ანტონიოს“ არცერთ მოთამაშეს გადაულახავს.

ნიუ ორლეანი - დენვერი 122 – 107

„ნიუ ორლეანმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ელვინ ჯენტრის გუნდმა საკუთარ კედლებში „დენვერი“ მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად პირველ წარმატებას სწორედ „ნაგეთსის“ წინააღმდეგ მიაღწია.

„პელიკანსმა“ დამაჯერებლად იასპარეზა, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ 122 - 107 იმარჯვა.

ზაიონ უილიამსონის არყოფნაში, „ნიუ ორლეანს“ 26 ქულით ჯალილ ოკაფორმა ულიდერა. ბრენდონ ინგრემმა „პელიკანსის“ ცენტრზე ერთი ქულით ნაკლები ჩააგდო, ხოლო სათადარიგო სკამიდან შესულმა ფრენკ ჯექსონმა 21 ქულა მიითვალა.

„დენვერმა“ გუნდური კალათბურთი აჩვენა, მაგრამ „ნაგეთსის“ რიგებში 15 ქულაზე მეტი არავის დაუგროვებია. საგულისხმოა, რომ მაიკლ პორტერ ჯუნიორმა NBA-ში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში 15 ქულა მიითვალა.

ატლანტა - მაიამი - 97 - 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები