Aa
Aa

"ბარსა" ტრანსფერებზე გადაერთო: სემედუს უშვებენ - ვის იყიდიან ზამთარში?

„ელ კლასიკოს“ შემდეგ როგორც ჩანს, „ბარსელონაში“ ბევრ რამეზე დაფიქრდნენ. ვალვერდეს წასვლა, რომ გადაწყვეტილია ეს ყველამ იცის, ამჯერად კი ნელსონ სემედუს კატალონიური კარიერაც დასრულდება, თუმცა ვალვერდესგან განსხვავებით პორტუგალიელს წასვლა ზამთარშივე მოუწევს.

ესპანური Mundo-ს ცნობით, „ბარსელონა“ სემედუს თამაშით უკმაყოფილოა და მისთვის მეტი შანსის მიცემას აღარ აპირებს. კლუბი მზადაა შემოთავაზებები განიხილოს და პორტუგალიელი გაყიდოს.

2019 წლის ზაფხულში კატალონიელებმა სემედუს სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე 40 მილიონიანი წინადადება მიიღეს, თუმცა დაბლოკეს და პორტუგალელს ნდობა გამოუცხადეს.

სემედუ გუნდში ბოლომდე ვერ გაიხსნა. მისი სისწრაფისა და ტექნიკური არსენალის მატარებელი მცველი შეტევაში გაცილებით პროდუქტიული უნდა იყოს. დაცვაში კი ვერ ვიტყვით რომ ხშირად, მაგრამ არის მომენტები, როცა ის საკმაოდ უხეშ შეცდომებს უშვებს.

კლუბი არც მუსა ვაგეს ენდობა, რომელიც ამ სეზონის დასაწყისში B გუდიდან დააწინაურეს.

ამრიგად, „ბარსა“ იანვარში მარჯვენა მცველს აუცილებლად შეიძენს და შესაძლოა გაძლიერება სხვა პოზიციებსაც შეეხოს. როგორც ცნობილია, საუბარი მიდის კარლოს ველას MLS-იდან დროებით ტრანსფერზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი წესის თანახმად, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გუნდის რიგებში მოთამაშე ფეხბურთელს იმავე სეზონში (ნებისმიერ ტურნირზე) სხვა გუნდის მაისურით თამაში შეუძლია, რაც ზამთრის სატრანსფერო ბაზარს უფრო საინტერესოს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები