Aa
Aa

მბაპემ სანტას ფორმა მოირგო და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა

სანტას ფორმაში გამოწყობილმა კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენის“ პატარა გულშემატკივრებს საშობაო სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრები დაურიგა.

21 წლის ფორვარდი ედინსონ კავანისთან, ანდერ ერერასთან და კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან ერთად, საშობაო აქციაში მონაწილეობდა. აქციის მიზანი პსჟ-ს მცირეწლოვანი გულშემატკივრების გახარება იყო, 240 მათგანი „ამიენთან“ გამართულ შეხვერას დაესწრო, შემდეგ კი საჩუქრები მიიღეს.

მბაპემ „ამიენთან“ მატჩისას 2 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 4:1 მოიგო. პარიზელები ლიგა 1-ის პირველ ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 7 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები