Aa
Aa

ხანძრის გავლენა - Aus Open-ი დახურულ კორტებზე?

ჩოგბურთში სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა, შესაძლოა, დახურულ კორტებზე ჩატარდეს. ამის მიზეზი ავსტრალიაში მძვინვარე ძლიერი ხანძარია.

Aus Open-ი მელბურნში უნდა გაიმართოს, სადაც ამჟამად ჰაერის ნაკადი მკვეთრადაა დაბინძურებული და ტურნირის ორგანიზატორების თქმით, არაა გამორიცხული, ამის გამო საჩოგბურთო კომპლექსი გადაიხუროს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პრიორიტეტი ადამიანთა ჯანმრთელობაა, შესაბამისად, ეკოლოგიური კუთხით უსაფრთხოების ზომები აუცილებლად იქნება მიღებული.

ავსტრალიის ღია პირველობა 20 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს მამაკაცთა ფინალური მატჩით დასრულდება.

აქვე დავამატოთ, რომ ავსტრალიის დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ATP CUP-იდან დაახლოებით 100 ათასი დოლარი გადაირიცხება, რასაც ჩოგბურთელთა კეთილი ნებით გაღებული შემოწირულობები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები