Aa
Aa

ვარსკვლავები ავსტრალიისთვის - საქველმოქმედო მატჩი 15 იანვრისთვის დაანონსდა

როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სერენა უილიამსი ავსტრალიისთვის გასამართ საქველმოქმედო მატჩში ითამაშებენ. საგამოფენო შეხვედრიდან შემოსული თანხა ხანძრის ჩასაქრობად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.

ხსენებული ვარსკვლავური სამეულის გარდა, საგამოფენო მატჩში მონაწილეობას ნიკ კირგიოსი, სტეფანოს ციციპასი, ნაომი ოსაკა და კაროლინ ვოზნიაცკიც მიიღებენ.

თამაში ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე 5 დღით ადრე, 15 იანვარს, როდ ლეივერის სახელობის არენაზე გაიმართება.

სპორტული სამყარო ხანძრის საწინააღმდეგო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. მაგალითად, NBA-ში მოთამაშე 9 კალათბურთელმა ჯამურად 400 000 ფუნტი გაიღო, ჩოგბურთელთა დიდ ნაწილს კი პირადი აქციები აქვს დაწესებული.

ავსტრალიაში ხანძარი სექტემბრიდან მძვინვარებს და მილიონობით ცხოველისა და 25-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ასევე 2000-მდე საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები