Aa
Aa

ლამპარდის სიაში მერტენსიც მოხვდა - "ჩელსის" გეგმები იანვარში

Le10Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ დრის მერტენსის შეძენას შეეცდება.

ბელგიელი ფორვარდის დამატებას თავად ფრენკ ლამპარდი ითხოვს, რომელიც მალე ოლივიე ჟირუს დაკარგავს და გუნდს ახალი შემტევი დასჭირდება.

ჟირუ მალე კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს, მერტენსი კი „ნაპოლის“ თადარიგში ჯდომას არ გეგმავს. ჯენარო გატუზო მასზე დიდ იმედებს არ ამყარებს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

როგორც მოგეხსენებათ, ახალი წესების თანახმად ფეხბურთელს ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 2 სხვადასხვა გუნდის რიგებში თამაში შეუძლია.

მერტენსის გარდა „ჩელსი“ „ლიონის“ ფორვარდს მუსა დემბელესაც აკვირდება და საბოლოოდ ლამპარდი არჩევანს ამ ორ მოთამაშეს შორის გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები