ასტონ ვილა 1:6 მანჩესტერ სიტი - აგუეროს ჰეთ-თრიკი (VIDEO)
Aa
Aa

ასტონ ვილა 1:6 მანჩესტერ სიტი - აგუეროს ჰეთ-თრიკი (VIDEO)

პრემიერლიგის 22-ე ტურში პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ ბირმინჰემში 6:1 გაანადგურა.

„ქალაქელებმა“ მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნეს და მათი რბევა მალევე დაიწყეს. მე-18 და 24-ე წუთებზე რიად მაჰრეზმა დუბლი გაიფორმა. 28-ე წუთზე „კუნ“ აგუერომ შეხვედრას ნაადრევი წერტილი დაუსვა და ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა. გასახდელში მიმავალ მასპინძლებს მეოთხე გოლი გაბრიელ ჟესუსმა მიაყოლა.

მეორე ტაიმში აგუერომ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ჰეთ-თრიკით დაასრულა.

„ასტონ ვილამ“ პრესტიჟის გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლო და მატჩიც ასე დასრულდა.

გუარდიოლას გუნდი 47 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ეს წელს მათი მაქსიმუმი იქნება, რადგან ლიდერ „ლივერპულს“ ისინი 14 ქულით ჩამორჩებიან, ამასთან „მერსისაიდელებს“ მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები