Aa
Aa

იანგი "ინტერში" თითქმის გადაწყვეტილია - ფორმალობები რჩება

იტალიური პრესის ცნობით, ეშლი იანგის „ინტერში“ გადასვლის საკითხი მხოლოდ დროის ამბავია. FCInterNews-ი წერს, რომ ვეტერანი ინგლისელის აგენტები გუშინ დილით „ნერაძურის“ ოფისში კონტრაქტის დეტალების შესათანხმებლად იმყოფებოდნენ.

ლომბარდიელები იანგს წელიწად-ნახევრიან ხელშეკრულებას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, ინგლისელი ჯამურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

იტალიური მხარე პარალელურად „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ ელაპარაკება, რომელსაც იანგმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. ხელშეკრულებას ვადა ივნისში გასდის, ამიტომ „ნერაძური“ „წითელ ეშმაკებს“ 1.5 მილიონი ევროს გადახდაზე შეუთანხმდა.

34 წლის ნახევარმცველი „იუნაიტედში“ 2011 წლიდან თამაშობს, იქამდე კი 4-4 წლით „უოტფორდსა“ და „ასტონ ვილაში“ გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები