Aa
Aa

„რეალის" სამომავლო გეგმები - „ბლანკოსი" ვერნერის ტრანსფერს განიხილავს

Sky Sports Germany იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ ტიმო ვერნერის გადაბირებით სერიოზულად დაინტერესდა. როგორც ირკვევა „სამეფო კლუბის“ სკაუტები 23 წლის ცენტრფორვარდს აქტიურად აკვირდებიან და „ლაიფციგთან“ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ დროის ამბავია.

„ბლანკოსი“ ლუკა იოვიჩისა და მარიონო დიასის ასპარეზობით უკმაყოფილოა და თავდამსხმელის დამატება სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. Sky Sports Germany-ის ცნობით ტიმო ვერნერი „რეალის“ სიის სათავეშია და დიდი ალბათობით მადრიდელები მის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.

გერმანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ვერნერის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ მაქსიმუმ 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, რაც ასეთი კალიბრის ფეხბურთელისთვის დიდი თანხა ნამდვილად არაა.

ვერნერს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გერმანული გუნდის მაისურით ტიმოს 25 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მისი მონაგარი 23 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები