Aa
Aa

„მანჩესტერის" ახალი სამიზნე - „იუნაიტედი" ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთარში მარკოს ლორენტეს გადაბირებას შეეცდება. ამ ინფორმაციას Daily Mail და Manchester evening news ავრცელებენ. პოლ პოგბასა და სკოტ მაკტომინეის ტრავმების გამო, სულშერის გუნდს ნახევარდაცვაში პრობლემები აქვს და ნორვეგიელი სპეციალისტი ჰავბეკის დამატებაზეა ორიენტირებული.

Manchester Evening News-ის მიხედვით, „იუნაიტედის“ სკაუტები მარკოს ლორენტეს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ის ნახევარდაცვაში გაჩენილ სიცარიელეს კარგად შეავსებს.

მანჩესტერული ტაბლოიდი დასძენს, რომ „წითელი ეშმაკების“ მარსელ ბოუტი მიმდინარე სეზონში ესპანეთში რამდენჯერმე ჩავიდა და სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ლორენტეს თამაშიც იხილა.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ „წითელ ეშმაკები“ მხოლოდ იჯარაზე არიან თანახმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები