რონალდინიო: „მესის ყველაფერი აქვს, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა“
Aa
Aa

რონალდინიო: „მესის ყველაფერი აქვს, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდინიომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და „ბარსელონაში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა.

„როცა ბარსელონაში გადავედი, უკვე საუბრობდნენ ბიჭუნას შესახებ, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა“.

„მესი ბარსაში მოსვლისას ყველასგან განსხვავდებოდა. ჩვენ ფრანკ რაიკაარდს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ მესისთვის ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მიეცა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

„მე ძალიან გამიმართლა და ის ადამიანი გავხდი, რომელმაც მას სადებიუტო გოლი გაატანინა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ადამიანი პირველი ნაბიჯების გადადგმა შენ გვერდით იწყებს და შემდეგ მსოფლიოს იპყრობს“.

„ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. ლეომ ესპანური მასწავლა, მე კი პორტუგალიური ვასწავლე. მესის მშვიდი ბუნება ყოველთვის მაოცებდა და მასში ეს ძალიან მომწონდა. ის პრობლემებში არასდროს ეხვეოდა და დროს მუდამ თავის საყვარელ ადამიანებთან ატარებდა“.

„ლეოს ყველაფერი აქვს, მას ჩემგან არაფერი სჭირდებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები