Aa
Aa

ვახშამი მილანში აგენტთან - ერიქსენის ტრანსფერში აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთო

კრისტიან ერიქსენის სატრანსფერო მოლაპარაკებებში, თავად „ინტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც აქტიურად ჩაერთო.

Sky Sport Italia-ს სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მაროტა გუშინ საღამოს ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და მასთან ერთად გამართულ ვახშამზე მოლაპარაკებების დასკვნითი დეტალები დაგეგმა.

იმავე დი მარციოს თქმით, ერიქსენს „ნერაძურიში“ გადასვლის დიდი სურვილი აქვს, ამიტომაც მაროტასთან შეხვედრის შემდეგ მისი აგენტი უკვე ლონდონში გაემგზავრება და „ტოტენჰემის“ დარწმუნებას ეცდება.

როგორც Gazzetta dello Sport-ი წერდა, კლუბებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს და ახლა საქმე იურისტების ხელშია, რომელთაც დასკვნითი ფორმალობები უნდა მოაგვარონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები