სადებიუტო მატჩის წინ - პრესკონფერენცია და ზემოტივირებული კიკე სეტიენი
Aa
Aa

სადებიუტო მატჩის წინ - პრესკონფერენცია და ზემოტივირებული კიკე სეტიენი

19 იანვარს თბილისის დროით 23:55 საათზე კიკე სეტიენი „ბარსელონას“ თავკაცის პოსტზე თავის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს.

61 წლის ესპანელმა სპეციალისტმა მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, მან მოახლოებულ მატჩზე და გუნდის მუშაობზე ისაუბრა.

„ადვილი მატჩი არ გველის. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ჩვენ მეტოქის საუკეთესო ვერსიას ვუპირისპირდებით.

პირველმა კვირამ მოსალოდნელზე კარგად ჩაიარა. აქაური ატმოსფეროთი გაკვირვებული დავრჩი. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

დიახ, მესის ვესაუბრე და ასევე სხვა მოთამაშეებსაც. ეს ნორმად იქცევა. ფეხბურთელებთან აზრების გაცვლა მიყვარს.

რიკი პუჩი? ის ნიჭიერი მოთამაშეა, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდები. მე სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ, ვუყურებ იმას თუ რისი მოცემა შეუძლია გუნდისთვის ამა თუ იმ მოთამაშეს.

მინდა ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ძირითადში გარანტირებული ადგილი არავის აქვს. თუ, ცუდად ვითამაშებთ და მოვიგებთ, ან წავაგებთ - სახლში ბედნიერი ვერ წავალ.

სუარესის არყოფნა ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელზე. შევეცდებით, რომ მისი არყოფნა მაქსიმალურად შევამციროთ.

მომწონს, როდესაც ვარჯიშებში მონაწილეობას მეც ვიღებ. ამ დროს ფეხბურთს შიგნიდან აღვიქვამ“.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიკე სეტიენი მოახლოებული სადებიუტო მატჩისთვის იმდენად აჟიტირებული იყო და იმდენად მონდომებით ემზადებოდა, რომ მას სახლში წასვლაც დაავიწყდა, რა დროსაც კლუბის თანამშრომლებმა მას ხუმრობით უთხრეს, რომ ის სახლში უნდა წასულიყო და გამოეძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები