Aa
Aa

ნოკაუტი 40 წამში! მაკგრეგორმა "კოვბოი" გაანადგურა!

ლას ვეგასში UFC 246-ის საღამო კონორ მაკგრეგორისა და „კოვბოი“ დონალდ სერონის ბრძოლით დაიხურა.

ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში გამართულმა ორთაბრძოლამ ყველა გაოცებული დატოვა. ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი მაკგრეგორი „კოვბოის“ ბრძოლის დაწყებისთანავე ეკვეთა და დარტყმების კასკადი მოაწყო. ფეხით, ხელით, ნახტომში მუხლით, სერონი ამას არ ელოდა და ის დაეცა, კონორმა კი დარტყმების სერია განაგრძო.

40 წამში! მაკგრეგორმა 40 წამში მოიგო. ირლანდიელისთვის ეს იყო 2016 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება, რომელიც ედი ალვარესის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, კონორი ოქტაგონზე პირველად გავიდა და ხაბიბთან დამარცხების შემდეგ, ტრიუმფის გემო გაიხსენა.

ეს იყო UFC-ში მაკგრეგორის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფი გამარჯვება.

აი რას ამბობდა კონორი ბრძოლამდე: „19 იანვარს კიდევ ერთხელ გავიბრწყინებ. ოქტაგონზე მაგიას გიჩვენებთ, ზუსტად ისე, როგორც აქამდე უამრავჯერ გამიკეთებია, მაგრამ ამჯერად რაღაც განსაკუთრებულს იხილავთ.

დონალდი ისე არ გამოიყურება, თითქოს მისი წონა 150 გირვანქა იყოს, თუმცა ეს დიდად არ მადარდებს. სერონის ნებისმიერ წონით კატეგორიაში მოვუგებ. გრიპი რომ მქონდეს, მას მაინც დავამარცხებ. მე კოვბოის ნოკაუტში ჩავაგდებ“. როგორც დავინახეთ, ირლანდიელმა სიტყვა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ კონორს UFC-ში ამ საღამოს შემდეგ 22 მოგება და 4 მარცხი აქვს. მისმა ოპონენტმა, დონალდ სერონიმ კი 36-ჯერ იმარჯვა და უკვე 14-ჯერ დამარცხდა.

ცხელი ამბები