ვინ შევიძინოთ სუარესის ნაცვლად? მესიმ სეტიენს აგუერო ურჩია
Aa
Aa

ვინ შევიძინოთ სუარესის ნაცვლად? მესიმ სეტიენს აგუერო ურჩია

ლუის სუარესის ოპერაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ურუგვაელი „ბარსელონას“ დაახლოებით 4 თვე ვერ დაეხმარება, რაც კატალონიელებისთვის უდიდესი დანაკლისია და კლუბი ამ პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს.

Mirror-ის ცნობით, კიკე სეტიენმა პოსტზე დანიშვნის შემდეგ ლეო მესისთან ერთი-ერთზე ისაუბრა და მას ცენტრფორვარდის პრობლემის შესახებ ჰკითხა.

წყარო წერს, რომ მესიმ სეტიენს აგუეროს შეძენა ურჩია. მისი აზრით სუარესის იდეალური შემცვლელი სწორედ ის იქნება.

რთული წარმოსადგენია, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ თავისი ლეგენდა შუა სეზონში დათმოს.

ესპანური პრესის ცნობით, კიკე სეტიენი ცენტრფორვარდის შესახებ გადაწყვეტილებას „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ მიიღებს და მას კლუბის ხელმძღვანელობას გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს „მანჩესტერ სიტისთან“ არსებული ხელშეკრულება 2021 წელს უსრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები