''ცქიტოს'' ჩხუბი და ''იაშკას'' გოლები: საქართველოს დრამატული მარცხი ფინალში
Aa
Aa

''ცქიტოს'' ჩხუბი და ''იაშკას'' გოლები: საქართველოს დრამატული მარცხი ფინალში

ზამთრის თასის ლეგენდების გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა, საქართველოს ნაკრებმა ორივე მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა უეფა 5:2 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტურის შეხვედრაში ''ქამბექი'' შემოგვთავაზეს, პირველი ტაიმი ფიფას ნაკრებმა 3:2 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ სამივე გოლი მასპინძლებმა შეაგდეს. ალექსანდრე იაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა ორ-ორი გოლი გაიტანეს, ხოლო ერთი გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. საბოლოოდ მატჩი საქართველოს ნაკრებმა 5:3 მოიგო.

საქართველოს ნაკრებისთვის რთულ მატჩს უსიამოვნო მომენტიც ახლდა, ლევან ცქიტიშვილი და ბერძენი კაცურანისი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვითარების განმუხტვა მათმა თანაგუნდელებმა მოახერხეს.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 2:1 დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით საქართველოს ნაკრები დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მეკარედ უკრაინელი ვიტალი რევა დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირი 4 გატანილი გოლით კარაგუნისი გახდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები