''მან. იუნაიტედის'' დიდი დანაკლისი: რაშფორდი სამ თვეს გამოტოვებს
Aa
Aa

''მან. იუნაიტედის'' დიდი დანაკლისი: რაშფორდი სამ თვეს გამოტოვებს

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფორვარდი მარკუს რაშფორდი ტრავმის გამო ორიდან სამ თვემდე სულშერის გუნდს ვერ დაეხმარება. შუა კვირაში ''ვულვზთან'' ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ''წითელი ეშმაკების'' ფორვარდმა მინდორი კოჭლობით დატოვა, ხოლო ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''ლივერპულის'' შემდეგ ბრიტანულმა მედიამ მანჩესტერული გუნდის ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა, გუნდის საუკეთესო ფორვარდი სამი თვე ვერ ითამაშებს.

22 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნული გუნდის ფორვარდმა პირადი რეკორდი უკვე დაამყარა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე რაშფორდს პრემიერლიგის ერთ სეზონში 10-ზე მეტი გოლი შეგდებული არ ჰქონდა.

ინგლისის ასოციაციის თასზე ''ვულვზთან'' შეხვედრაში რაშფორდი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ნორვეგიელმა 64-ე წუთზე თამაშში ჩართო, თუმცა მე-80 წუთზე ფეხბურთელმა ტრავმის გამო მინდორი დატოვა. შეხვედრა მატას ერთადერთი გოლით ''მანკუნიანელებმა'' მოიგეს.

პრემიერლიგის 23-ე ტურში ''ლივერპულმა'' ''ენფილდზე'' ვან დეიკისა და სალაჰის გოლებით ''მანჩესტერ იუნაიტედი'' 2:0 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში რაშფორდი სულშერის გუნდს ვერ დაეხმარა. 23 ტურის შემდეგ მანჩესტერული გუნდი 34 ქულით მეხუთე ადგილზეა და საუკეთესო ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები