Aa
Aa

გამოგვიგზავნეთ ტესტი - "ინტერის" მოთხოვნა "ფენერბეჰჩეს"

Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანის „ინტერი“ ვიქტორ მოზესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და „ფენერბაჰჩესთან“ ახალი სვლა გააკეთა.

მილანელებმა თურქებისგან მოზესის ფიტნეს ტესტის შედეგები გამოითხოვეს, რათა ფეხბურთელის ფიზიკურ კონდიციებს დააკვირდნენ. თუკი შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ნიგერიელი მოთამაშე უკვე მილანში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას ადილზე გაივლის.

მოზესის სატრანსფერო უფლებები ლონდონის „ჩელსის“ ეკუთვნის, „ფენერბაჰჩეში“ იგი იჯარის წესით იმყოფება და თურქებს გარიგებაში დიდი როლი არ აქვთ.

სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, 29 წლის მარჯვენა ნახევარმცველის ამჟამინდელი ღირებულება 8.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები