გამარჯვება უხერხულ მეტოქესთან! - ტოჩინოშინის მე-4 მოგება
Aa
Aa

გამარჯვება უხერხულ მეტოქესთან! - ტოჩინოშინის მე-4 მოგება "ჰაცუ ბაშოზე"

"ჰაცუ ბაშოს" მე-9 დღეს, ლევან გორგაძემ მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-3 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა. ქართველს ბალანსი 3:5-ზე ჰქონდა, მის მეტოქეს კი 2:6-ზე.

დღევანდელი ორთაბრძოლა დაძაბულ რიტმში დაიწყო, თუმცა თანდათან უპირატესობა ლევანმა მოიპოვა და ტამავაში დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

 

შედეგად, გორგაძემ ბაშოზე მე-4 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს, რისთვისაც მას კიდევ 4 მოგება სჭირდება.

"ჰაცუ ბაშოს" მე-10 დღეს, "ტოჩის" მოწინააღმდეგე სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელიც ქართველისთვის უხერხული მეტოქეა - მასთან გამართული 4 ორთაბრძოლიდან 3 წააგო.

ცხელი ამბები