Aa
Aa

ფიური: „უაილდერი ჯოშუას ორ რაუნდში დაანოკაუტებს"

ტაისონ ფიური თვლის, რომ ენტონი ჯოშუა დეონტეი უაილდერისთვის იდეალური მეტოქე გახლავთ. ბრიტანელის აზრით უაილდერი „ეიჯეის“ მარტივად დაამარცხებს.

„ჩემი აზრით უაილდერი ჯოშუას ორ რაუნდში დაანოკაუტებს. ეს ჯოშუას კრიტიკა არაა, უბრალოდ იგი უაილდერისთვის იდეალური მოწინააღმდეგეა. ენტონი დიდი და მძიმე მოკრივე გახლავთ. ასეთებთან კი დეონტეის ბრძოლა უადვილდება.

ვთვლი თუ არა, რომ ჯოშუამ ენდი რუის ჯუნიორის წინააღმდეგ მაღალ დონეზე იჩხუბა? რა თქმა უნდა არა! ენტონი გადაადგილებას ცდილობდა, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, როგორც ბემბი ყინულზე. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი გვაქვს იმ ბრძოლაზე, რომელშიც მისი მეტოქე ღორივით გასიებული რუისი იყო“.

ფიური სამომავლო გეგმებსაც შეეხო და განაცხადა

„კონტრაქტის მიხედვით სამი ბრძოლა მაქვს გასამართი და ვნახოთ რა მოხდება. დეონტეი უაილდერის დამარცხების შემდეგ, დენა უაითთან მოლაპარაკებებს გავმართავ. მზად ვარ UFC-ის საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთ მფლობელს ვეჩხუბო, ოღონდ კრივის წესებით. თუმცა მინდა ის ხელთათმანები გამოვიყენოთ, რომლებითაც რვაკუთხედში იბრძვიან“.

ცხელი ამბები