Aa
Aa

17-წლამდელებმა "განვითარების თასი" ფრით დაიწყეს

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისრაელის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ისრაელმა გახსნა. შედეგიანი დარტყმით კაპლანი გამოირჩა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმშივე შეძლო. 35-ე წუთზე გატანილი გოლი  გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ნახევარმცველმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით გაიტანა.

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74' უგრეხელიძე), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (57' ზოსიაშვილი), უბილავა.

სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, ტატიშვილი, თუთაშვილი, ონიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.

გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე 'ბ' ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელისა და ისლანდიის 17-წლამდე ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები