ბაღათურია:
Aa
Aa

ბაღათურია: "მსაჯებმა დაგვჩაგრეს, განსაკუთრებით ცუდად ბოლო წუთებზე იმსაჯეს"

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რუსეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიშა ბაღათურიამ თამაში CrystalSport-თან საუბრისას შეაფასა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ვიტყოდი, რომ მსაჯებმა ცოტა დაგვჩაგრეს და წინ გასვლის საშუალება არ მოგვცეს, განსაკუთრებით ცუდად ბოლო წუთებზე იმსაჯეს. 

თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი გაიღო და თამაშის მოგებამდე, მართლაც, ცოტა დაგვაკლდა. ჩვენთვის რუსეთთან დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთულია. ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავით მომზადებული და დასანანია, რომ ასე ცოტა დაგვაკლდა.

შემდეგ მატჩშიც ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, თურქეთის ნაკრები დავამარცხოთ". 

 

საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც კონტინენტის პირველობაზე მეოთხედ ასპარეზობდა, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, ყველა ვარიანტში, ისტორიაში საუკეთესოა. ჩვენი გუნდი ევროპის 12 საუკეთესოს შორის მოხვდა!

ქართველი წყალბურთელები 9-12 ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და ამ სტადიაზე პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 22 იანვარს, გამართავენ.

ცხელი ამბები