Dame Time - ლილარდმა „გოლდენ სტეიტთან
Aa
Aa

Dame Time - ლილარდმა „გოლდენ სტეიტთან" იფრინა

დემიენ ლილარდმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „მეომრებთან“ ოვერტაიმში მოგებულ შეხვედრაში „დეიმ დოლამ“ პერსონალური რეკორდი გაიფორმა და აქტივში 61 ქულა ჩაიწერა. გარდა ამისა, ლილარდმა 11 სამქულიანი ჩააგდო, რაც მისთვის ასევე სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ.

29 წლის გამთამაშებლის ფენომენალური თამაშის წყალობით, „პორტლენდმა“ მძიმე ბრძოლაში, 129-124 მოიგო. „დეიმ დოლამ“ უფრო მეტი ქულა ჩააგდო, ვიდრე „ტრეილ ბლეიზერსის“ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელებმა და ოვერტაიმში გუნდის მიერ დაგროვებული 16 ქულიდან 7 მის ანგარიშზე იყო.

მიმდინარე რეგულარულში „პორტლენდის“ მთავარი მიზანი ფლეიოფის საგზურის მოპოვებაა. ამჟამად ტერი სტოტსის გუნდი 19 მოგებითა და 26 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეათეა და მერვეადგილოსან „მემფისს“ მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრაში „ტრეილ ბლეიზერსს“ რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და საკუთარ კედლებში ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები