Aa
Aa

"ევროპა ლიგის" გუნდიდან ლა ლიგის აუტსაიდერში - კაბრერას უცნაური ტრანსფერი

მადრიდულმა „ხეტაფემ“ თავისი ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალური მცველი, ლეანდრო კაბრერა ლა ლიგის აუტსაიდერ „ესპანიოლში“ გაყიდა.

მხარეებმა შეთანხმების შესახებ გუშინ გამოაცხადეს, რის შემდეგაც კაბრერამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა.

კატალონიელებს ურუგვაელი უკანახაზელის ტრანსფერი 9 მილიონ ევრო დაუჯდათ. ხელშეკრულების თანახმად, კაბრერა „თუთიყუშების“ რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

28 წლის მცველი გასულ და მიმდინარე სეზონში ხეტაფელთა ძირითადის უცვლელი წევრი იყო და ამ პერიოდში ჯამურად ჩატარებულ 50 მატჩში 4 გოლიც გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები