ბასილაშვილმა Aus Open-ზე ქულები ვერ დაიცვა - ქართველმა ვეტერან ვერდასკოსთან წააგო
Aa
Aa

ბასილაშვილმა Aus Open-ზე ქულები ვერ დაიცვა - ქართველმა ვეტერან ვერდასკოსთან წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას მეორე წრეში გამოეთიშა. იგი 36 წლის ფერნანდო ვერდასკოსთან 4 სეტში დამარცხდა. 

შეხვედრა ქართველის უპირატესობით დაიწყო და პირველი სეტის მოგებას, მეორე პარტიაში ბრეიკით დაწინაურება მოჰყვა, თუმცა შემდეგ ვერდასკომ თამაშში გარდატეხა შეიტანა და დანარჩენი სამი სეტი ზედიზედ მოიგო - 4:6; 7:6; 6:4; 6:4.

 

ნიკამ გასულ წელს ავსტრალიაში მე-3 წრეში ითამაშა, რის გამოც მსოფლიო რეიტინგში 45 ქულა დააკლდება. იგი ამჟამად მსოფლიოს 29-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გათამაშების პირველ წრეში სამხრეთ კორეელ ქვონ სუნს 5-სეტიანი ურთულესი მატჩი მოუგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები