Aa
Aa

''ვესტ ჰემი'' არგენტინელ მცველს უმიზნებს

‘‘ვესტ ჰემი’’ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ‘‘რივერ პლეიტის’’ ფეხბურთელის, გონსალო მონტიელის დამატებას გეგმავს. ‘‘ჩაქუჩებმა’’ არგენტინელებს ოფიციალური წინადადებით მიმართეს, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ინგლისურ კლუბს მონტიელისთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება გამოსყიდვის უფლებით სურს. საბოლოო ჯამში ‘‘რივერი’’ 9 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა, თუმცა არგენტინული გუნდი სატრანსფერო თანხით უკმაყოფილოა.

მოქმედი კონტრაქტით მონტიელის გამოსასყიდი თანხა 17 მილიონი ფუნტი სტერლინგია.‘‘რივერის’’ მმართველები ინგლისური კლუბის მხრიდან სატრანსფერო თანხის გაზრდას ელიან.

23 წლის მონტიელი გალიარდოს ‘‘რივერის’’ შეუცვლელი მოთამაშეა. გასულ წელს ლიონელ სკალონიმ არგენტინის ეროვნულ გუნდში მიიწვია და ოთხ შეხვედრაში ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები