კენინმა ბარტი გააჩერა! - დიდი სლემის პირველი ფინალი
Aa
Aa

კენინმა ბარტი გააჩერა! - დიდი სლემის პირველი ფინალი

სოფია კენინი 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ქალი ჩოგბურთელია, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშებს.

21 წლის ამერიკელმა ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიოს პირველ ჩოგან ეშლი ბარტის დაძაბულ ბრძოლაში მოუგო. შეხვედრა საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მისი პირველი პარტია კენინმა ტაიბრეიკზე აიღო, მეორე სეტის ბოლოს კი ბრეიკი შეასრულა და 7:6; 7:5 იმარჯვა.

 

კენინი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად გავიდა და როგორც აღინიშნა, Aus Open-ზე ბოლო 12 წელში ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია - მაშინ გადამწყვეტ მატჩში მარია შარაპოვამ და ანა ივანოვიჩმა ითამაშეს - ორივე მათგანი 20 წლის იყო.

კენინის მომავალი მეტოქე სიმონა ჰალეპისა და გარბინ მუგურუსას შეხვედრაში ირკვევა. Aus Open-ის ქალთა გათამაშების ფინალური მატჩი შაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები