კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "ბარსელონა ელოდება მესი რაღაც ჯადოსნურს როდის გააკეთებს"

"მილანისა" და "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის აზრით მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანა" ლიონელ მესიზე ზედმეტადაა დამოკიდებული.

"მე ძველი ბარსელონა უფრო მომწონდა. ახლანდელი "ბარსა" ბურთს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისე ათამაშებს, რომ მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას ვერ ახერხებს. ისინი უბრალოდ ელოდებიან გენიალური ლიონელ მესი რაღაც ჯადოსნურს როდის გააკეთებს".

კაპელომ პეპ გუარდიოლას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: "ჭკვიანი მწვრთნელები ძალიან მომწონს. საუბარი ისეთ სპეციალისტებზე მაქვს, რომლებსაც თავიანთი შეგირდების საფეხბურთო შესაძლებლობების ამოცნობა და ტაქტიკისა და სტილის გუნდის საუკეთესო მოთამაშეებზე მორგება შეუძლიათ. გუარდიოლა ამის ნათელი მაგალითია. მან ბევრი რამ შეცვალა. მას ესმის, რომ წარმატების მისაღწევად ცვლილებები და განვითარება აუცილებელია".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და "რეალს" 3 ქულით ჩამორჩება. "სიტის" რაც შეეხება, "ქალაქელებს" პრემიერ ლიგის მოგების თეორიული შანსიღა აქვთ და სხვა ტურნირებზე არიან ორიენტირებულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები