Aa
Aa

"კლასიკო" ლას ვეგასში? - Washington Post-ი ზაფხულში დიდ მატჩს აანონსებს

Washington Post-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ამ ზაფხულს „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის „ელ კლასიკო“ ლას ვეგასში შედგეს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ესპანური ფეხბურთის გრანდების გზები საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე გადაიკვეთება, მატჩის ჩატარების ადგილად კი ამერიკული ფეხბურთის არენა Allegant Stadium-ი განიხილება.

სტადიონის, რომელიც 61 000 გულშემატკივარს დაიტევს, გახსნა მიმდინარე წელს იგეგმება, მისი აგება ჯამში 1.9 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა.

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ორგანიზატორებმა ტურნირზე მონაწილე გუნდები და მატჩთა განრიგი უახლოეს კვირებში უნდა გამოაცხადონ, რის შემდეგ ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება.

იქამდე კი „ელ კლასიკო“ მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა ვიხილოთ. ლა ლიგის გრანდები ერთმანეთში 1-ელ მარტს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები