Aa
Aa

კარიერაში მეხუთედ - ელ კლასიკოს მატეუ ლაოსი იმსაჯებს

ლა ლიგამ კვირას მადრიდში გასამართი „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩის სამსაჯო ბრიგადა გამოაცხადა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება, რომელსაც VAR-ის ჯიხურიდან ხოსე გონსალეს გონსალესი დაეხმარება.

ლაოსი „ელ კლასიკოს“, უშუალოდ ლა ლიგის ეგიდით, მეორედ იმსაჯებს. იგი ამ მატჩს 2015 წლის მარტში გაუძღვა, როცა „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ მეტოქე 2:1 დაამარცხა. საერთო ჯამში კი 42 წლის რეფერის გუნდების 4 ურთიერთშეხვედრა აქვს განსჯილი.

მატეუ ლაოსი 2011 წლიდან ფიფა-ს კატეგორიის არბიტრია და ბოლო წლებში ესპანელ მსაჯებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

„რეალი“ და „ბარსელონა“ კვირას, 1-ელ მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები