იტალიური პრესა: იგუაინმა ახალ გუნდთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა...
Aa
Aa

იტალიური პრესა: იგუაინმა ახალ გუნდთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა...

იტალიური სპორტული გამოცემების Sky-სა და Sportmediaset-ის მტკიცებით, "ნაპოლის" არგენტინელმა ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ტურინის "იუვენტუსთან" 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ამ დროის მანძილზე, იგი სეზონურად, ხელფასის სახით, 7.5 მილიონ ევროს მიიღებს. 

მოგეხსენებათ, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა, იგუაინს 94 მილიონ ევროდ აფასებს, შესაბამისად, ფეხბურთელთან შეთანხმების შემდეგ, ტურინელებს, ერთადერთ ბარიერად აღნიშნული თანხა და მასზე "ნაპოლის" ბოსებთან მოლაპარაკება დარჩათ. 

ნეაპოლიტანელთა ეპატაჟური პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, დიდი ალბათობით, თანხის დაკლებას არ დათანხმდება და იტალიური სპორტული პრესა ვარაუდობს, რომ "იუვეს" მესვეურები, მას წინადადებას შესთავაზებენ, რომლის თანახმდაც, ტურინელები 94 მილიონს, ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში გადაიხდიან. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები